|
2016-03-16 12:05:40, 757 ნახვა
სამართალი
ადვოკატი: ფხალაძის პოზიციაა, რომ არ არის დამნაშავე
პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების მოპოვება-გავრცელების საქმეზე დაკავებულ ირაკლი ფხალაძის ადვოკატის ნანა ფილაურის განცხადებით, პროკურატურა მისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით, სავარაუდოდ, პატიმრობას მოითხოვს, თავად კი, 3 ათას ლარიან გირაოს შუამდგომლობას დააყენებს. "რა ინფორმაციაც მას ჰქონდა, გამოძიებას მიეწოდა. ფხალაძე არის უდანაშაულო. მისი პოზიციაა, რომ არაა დამნაშავე. გირაოს თაობაზე ჩვენი მოთხოვნა დარწმუნებული ვარ, უფრო მეტად დასაბუთებული იქნება, ვიდრე ბრალდების შუამდგომლობა და გადაწყვეტილებაც აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით კანონიერი იქნება",- განაცხადა ფხალაძის ადვოკატმა. შეგახსენებთ, პირადი და ოჯახური საიდუმლოს ხელყოფის ბრალდებით საქართველოს პროკურატურამ 5 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. უწყების ინფორმაციით, პროკურატურამ ჩატარებული გამოძიებით დაადგინა გელა ღურწკაიას მიერ მოპოვებული ვიდეოჩანაწერების წარმომავლობა და დანაშაულში ჩართული იმ პირთა წრე, რომლებიც მონაწილეობას ღებულობდნენ ვიდეოჩანაწერების მოპოვებასა და გავრცელებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)