13:56 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-02 15:08:39, 776 ნახვა

პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა - ივანიშვილი სასამართლოს იყენებს რეპრესიებისთვის
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

ივანიშვილის ხელში სასამართლო იქცა მთავარი უსამართლობის სიმბოლოდ, რომელსაც ივანიშვილი იყენებს რეპრესიებისთვის, იქნება ეს პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელსაც უდიდესი წვლილი აქვს ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციაში, თუ სხვა სფეროს წარმომადგენლები, - ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ მიხეილ სააკაშვილის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიზანია ქვეყნისთვის ევროპული მომავლის წართმევა.

„დღეს ჩატარდა მორიგი პოლიტიკური პროცესი პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ. ნამდვილად სიმბოლურია, რომ პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს სხვა პოლიტპატიმრების პროცესი. ივანიშვილის ხელში სასამართლო იქცა მთავარი უსამართლობის სიმბოლოდ, რომელსაც ივანიშვილი იყენებს რეპრესიებისთვის ადამიანების წინააღმდეგ მათი ევროპული არჩევანისთვის, იქნება ეს პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელსაც უდიდესი წვლილი აქვს ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციაში, თუ იქნება ეს ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, ექიმები, მსახიობები, თუ ნებისმიერი სხვა პროფესიის ადამიანები. მიზანი ივანიშვილის არის ერთი - ჩვენი ქვეყნისთვის ევროპული მომავლის წართმევა, ამ მომავლისთვის ვინც იბრძვის, მათი სამაგალითოდ დასჯა, მაგრამ ჩვენ ეს არ შეგვაშინებს, არ შეგვაჩერებს, პირიქით მეტად გაგვაერთიანებს როგორც საზოგადოებას იმისთვის, რომ გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი,” - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics