|
2016-03-15 12:28:00, 629 ნახვა
საზოგადოება
ლევან ბერძენიშვილი: კონკურენციის წახალისება სახელმწიფოს მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯია
პარლამენტის წევრი ლევან ბერძენიშვილი ეხმაურება ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტების ფასების ზრდით შექმნილ სიტუაციას. იგი საუბრობს გამძაფრებულ კონკურენციაზე, რაც ბაზარზე ახალი კომპანიის გამოჩენამ გამოიწვია: „ახალი მოთამაშის შემოსვლა კონკურენციას ზრდის, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ უნდა ვუგულშემატკივროთ ახალ მოთამაშეს. მის გამოჩენას შეიძლება, მყისიერად არ მოჰყვეს ფასის კლება წამლებზე, მაგრამ კონკურენცია ხარისხის მატებასა და ფასების დაცემას ნამდვილად გამოიწვევს. ასეთ დროს, ყოველთვის უკეთეს პროდუქტს უნდა ველოდოთ. დანამდვილებით არაფრის თქმა შეიძლება, ვიდრე კვლევას საფუძვლიანად არ გავეცნობი,მაგრამ წამლებზე თუ ფასი შემცირდა, არ არის გამორიცხული, ეს „ჰუმანითის“ შემოსვლას გამოეწვია,“ – ამბობს ლევან ბერძენიშვილი. პარლამენტარი დადებითად აფასებს სახელმწიფოს მიერ არჩეულ სტრატეგიას, მკაცრი რეგულაციების ნაცვლად, ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციის წახალისებით, მედიკამენტებზე თავად დარეგულირდეს ფასები: „ჩვენ რესპუბლიკელები ლიბერალები ვართ და ყოველთვის კონკურენციის წახალისებას დავუჭერთ მხარს. კონკურენციის წახალისება სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული სწორი ნაბიჯია,”– აღნიშნა ბერძენიშვილმა. ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ბოლო ოთხი თვეა, ფასების კლების ტენდენცია შეიმჩნევა. „ფანასკერტელის ინდექსზე“დაყრდნობით 32 დასახელების მედიკამენტი გაიაფდა. ამ ინფორმაციას ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია ავრცელებს. ისინი ბაზარზე ყოველთვიურ რეჟიმში აკვირდებიან 200 ყველაზე ხშირად მოხმარებადი მედიკამენტის ფასს. აფბა-ს კვლევის შედეგები დროში ემთხვევა სააფთიაქო ქსელებში „ჰუმანითი ჯორჯიას“ სამკურნალო საშუალებების გამოჩენას, რომელთა ფასიც არსებულ ანალოგებთან შედარებით, მინიმუმ 30 %-ით დაბალია.
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)