17:58 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-16 11:05:28, 685 ნახვა

მსოფლიო
აშშ-მა უარი თქვა, ხელი მოეწერა განცხადებაზე, რომლითაც უნდა დაეგმოთ სუმზე რუსეთის სარაკეტო დარტყმა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უარი თქვა, ხელი მოეწერა „დიდი შვიდეულის“ განცხადებაზე, რომლითაც გაერთიანების წევრ სახელმწიფოებს უნდა დაეგმოთ უკრაინის ქალაქ სუმზე რუსეთის სარაკეტო დარტყმა, – ამის შესახებ „სიენენი“ კანადის მთავრობის ანონიმურ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.

„ჩვენ ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ ამ მომენტში, მაგრამ ფაქტია, რომ აშშ-მა უარი განაცხადა უკრაინის შესახებ განცხადებაზე ხელის მოწერაზე, რომელსაც „დიდი შვიდეულის“ სხვა წევრები დაეთანხმნენ“, – განაცხადა ანონიმურმა წყარომ.

კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „სიენენს“ განუცხადა, რომ არ გააკეთებს კომენტარს ამ საკითხზე.

მანამდე „ბლუმბერგმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-მა უარი თქვა „დიდი შვიდეულის“ განცხადების მხარდაჭერაზე, რომელშიც გმობდნენ რუსეთის დარტყმას უკრაინის ქალაქ სუმზე, რადგან აშშ-ის ოფიციალური პირები შიშობდნენ, რომ ეს ზიანს მიაყენებდა მოსკოვთან მიმდინარე მოლაპარაკებებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics