19:20 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-13 17:16:45, 976 ნახვა

მსოფლიო
უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლები თურქეთში შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებებს გამართავენ

რუსეთისა და უკრაინის ოფიციალური პირები 15-16 აპრილს ანკარაში, საზღვაო-სამხედრო ძალების სარდლობის შტაბბინაში შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე შეხვედრას გამართავენ, - ინფორმაციას CNN türk-ი თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, თურქეთის თავდაცვის უწყებამ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ 15-16 აპრილს ანკარაში, საზღვაო-სამხედრო ძალების სარდლობის შტაბბინაში შეხვედრა გაიმართება, რომელზეც რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხს განიხილავენ.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა უცხო ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართება. უწყება არ აკონკრეტებს, რომელი ქვეყნების წარმომადგენლები დაესწრებიან შეხვედრას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics