02:14 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-12 17:59:14, 958 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - რომ არა ის დაკვეთა, რომელიც მიიღო სააკაშვილმა, არ იქნებოდა არც ომი და არც მსხვერპლი

როდესაც თეა წულუკიანი საუბრობს იმაზე, რომ შეიძლებოდა ამ ომის თავიდან არიდება ჩვენი ქვეყნისთვის, რომ შესაძლებელი იყო ჩვენი გმირები დღეს ყოფილიყვნენ ცოცხლები და ეზრუნათ საკუთარ ოჯახებზე, ეს არის უბრალოდ ფაქტის კონსტატაცია, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ანტალიაში განუცხადა. 

მისივე თქმით, ყველამ იცის, რომ ამ ომის არათუ თავიდან აცილება შეიძლებოდა, არამედ ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა, რაც შემდეგ თავადვე აღიარეს. 

„რეალურად, ქალბატონმა თეამ გააკეთა ძალიან მკაფიო განცხადება. ყველამ ვიცით ძალიან კარგად, რომ ამ ომის არათუ თავიდან აცილება შეიძლებოდა, არამედ ეს ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა, რაზეც შემდეგ ხელი მოაწერეს, თავადვე აღიარეს. შესაბამისად, როდესაც თეა წულუკიანი საუბრობს იმაზე, რომ შეიძლებოდა ამ ომის თავიდან არიდება ჩვენი ქვეყნისთვის, რომ შესაძლებელი იყო ჩვენი გმირები დღეს ყოფილიყვნენ ცოცხლები და ეზრუნათ საკუთარ ოჯახებზე, ეს არის უბრალოდ ფაქტის კონსტატაცია, ეს არის იმ ობიექტური მოცემულობის გახმოვანება, რომელთანაც გვაქვს ჩვენ საქმე. რომ არა ის დაკვეთა, რომელიც მიიღო სააკაშვილის რეჟიმმა და შეასრულა, ბუნებრივია, არ იქნებოდა არც ომი და არ იქნებოდა არც მსხვერპლი, ზუსტად ამაზე გაამახვილა ყურადღება თეა წულუკიანმა. აბსოლუტურად ნათელი და ცხადია ყველაფერი,"- აღნიშნა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics