18:27 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-14 18:53:13, 1609 ნახვა

რეგიონი
აჭარაში კიბოსა და კიბოსწინა დაავადებათა ადრეული დიაგნოსტიკა დაიწყო

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ერთ–ერთი პროგრამის  – ,,მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობაში კიბოსა და კიბოსწინა დაავადებათა ადრეული დიაგნოსტიკის“  ფარგლებში, დღეს ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთის ამბულატორიაში,  უფასო სამედიცინო გამოკვლევები მიმდინარეობს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებას უწევს ონკოლოგიის სამედიცინო ცენტრის ექიმები – ონკოლოგი, გინეკოლოგი, რადიოლოგი, ლარინგოლოგი და მამოლოგი.

„საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პროგრამის მიზანია მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობაში ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობისა და მართვის მიზნით კიბოსა და კიბოსწინა დაავადებების დროული დიაგნოსტიკა.

ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში მთელი წლის განმავლობაში განხორციელდება მასახლეობის გამოკვლევები, კერძოდ: ულტრაბგერითი გამოკვლევა; ონკოლოგის კონსულტაცია (არანაკლებ 1600 ბენეფიციარისა); დიაგნოზის დაზუსტების მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, სპეციალისტთა (უროლოგი, ლარინგოლოგი, გინეკოლოგი) კონსულტაცია; ონომარკერებზე ლაბორატორიული გამოკვლევა; ციტოლოგიური გამოკვლევა“, - ნათქვამია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics