|
2025-04-11 10:44:04, 909 ნახვა
სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა პედოფილიის და გარყვნილი ქმედების ფაქტზე 1 პირი დააკავა
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 14 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი პედოფილიის და გარყვნილი ქმედების ფაქტზე, 45 წლის მამაკაცი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, Facebook-ის ყალბი გვერდების გამოყენებით, 14 წლამდე ასაკის ბავშვებს უკავშირდებოდა. ბრალდებული მათ არასრულწლოვანი ბიჭის ან გოგოს სახელით ეცნობოდა, შედიოდა ბავშვებთან კომუნიკაციაში, რის შემდეგაც სექსუალური შინაარსის საკითხებზე იწყებდა საუბარს და მათგან გაშიშვლებას და ვიდეოზარის განხორციელებას მოითხოვდა. 2025 წლის თებერვალში, ბრალდებული, 14 წლის გოგონას Facebook-ით დაუკავშირდა, მოტყუებით მოიპოვა მისი ნდობა, რის შემდეგაც მუქარით აიძულა შესულიყო აბაზანაში, ჩართულიყო ვიდეოზარით, გაშიშვლებულიყო და ინტიმური მოქმედებები განეხორციელებინა, პარალელურად, მიმოწერის და ვიდეოზარით საუბრის დროს, თავადაც სექსუალური ხასიათის მოქმედებებს ახორციელებდა. ბრალდებული არასრულწლოვანზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას თვეების განმავლობაში ახდენდა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებული არასრულწლოვანის მომართვის შემდეგ, გამოძიება მყისიერად წარმართა და გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა მისი მობილური ტელეფონი და კომპიუტერული ტექნიკა. გაიშიფრა პედოფილიაში მხილებული პირის მიმოწერა და ყალბი პროფილები, რის შემდეგაც გამოძიებამ დუშეთის რაიონის მცხოვრები 45 წლის მამაკაცი დანაშაულში ამხილა. ბრალდებულის ტელეფონში ნანახი იქნა სოციალური ქსელების ყალბი პროფილები, რომლის გამოყენებითაც მამაკაცს ათეულობით არასრულწლოვანთან განხორციელებული აქვს კომუნიკაცია. გარდა ამისა, ნანახი იქნა პორნოგრაფიული და პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აგრძელებს, რომლის ფარგლებშიც შესწავლილი იქნება ბრალდებულის ყველა დანაშაულებრივი ეპიზოდი. სამსახური გამოძიებას არასრულწლოვანების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით წარმართავს და ბავშვების უფლებებს საქმის ყველა ეტაპზე დაიცავს. დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინიციატივით პედოფილიაში მხილებული პირების ელექტრონული რეესტრი შეიქმნება და ასეთი პირების მიმართ სასჯელის მოხდის და საპატიმროს დატოვების შემდეგ მკაცრი მონიტორინგი განხორციელდება. სპეციალური საგამოძიებო სამსახური მოუწოდებს ყველა მოქალაქეს ინტერნეტ სივრცეში პედოფილიის, სექსუალური გამოძალვის, პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟის შემთხვევებზე მიაწოდონ ინფორმაცია ცხელის ხაზის - 199 მეშვეობით. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე დავით ქაშიაშვილი დაიბარა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)