02:21 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-10 17:20:55, 669 ნახვა

პოლიტიკა
ჯო უილსონი - ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისთვის ბრიტანელი პარტნიორების მადლობელი ვარ

ივანიშვილის რეჟიმის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციების დაწესებისთვის ჩვენი ბრიტანელი პარტნიორების მადლობელი ვარ, - ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) პლატფორმა X-ზე წერს.

„ჩვენი ბრიტანელი პარტნიორების მადლობელი ვარ ივანიშვილის რეჟიმის გენერალური პროკურორის, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისთვის. ქართველი ხალხი გაიმარჯვებს. წინსვლის ერთადერთი გზა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია!“, - წერს ჯო უილსონი.

ცნობისთვის, დღეს გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეჟიმის ფარგლებში ოთხი ქართველი ოფიციალური პირი დაასანქცირა.

სანქციები დაუწესდათ გენერალურ პროკურორს გიორგი გაბიტაშვილს, შს მინისტრის მოადგილეს შალვა ბედოიძეს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მირზა კეზევაძესა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს კარლო კაციტაძეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics