19:08 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-10 15:10:00, 754 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვის და გასაღების მომზადების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვის და გასაღების მომზადების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ  ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება 4-ცმც-ს (კლეფედრონი), რაც შემდგომი რეალიზაციის მიზნით თბილისში სხვადასხვა ლოკაციაზე განათავსა.  აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერებები  ამოღებულ იქნა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებს შედეგად.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 7 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვა) და 19,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე დავით ქაშიაშვილი დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics