03:26 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-10 14:19:44, 527 ნახვა

პოლიტიკა
გერმანიის ახალი კოალიციის შეთანხმებაში საქართველოს EU-ში გაწევრიანების გზაზეა ჩანაწერი

გერმანიის ქრისტიან დემოკრატიული კავშირის (CDU/CSU) და სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD) კოალიციურ შეთანხმების ტექსტში აღნიშნულია, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც დემოკრატიული პროცესების დაცვასთან დაკავშირებული ეჭვები გაქრება.

გერმანიის მომავალი მთავრობის კოალიციური შეთანხმების ტექსტიდან ამონარიდს X-ზე საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი აქვეყნებს.

"საქართველოს [ევროკავშირში] გაწევრიანების პროცესის გაგრძელება მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება განიხილებოდეს, როდესაც დემოკრატიული პროცესების დაცვასთან დაკავშირებული ეჭვები გაქრება. ჩვენ ვდგავართ პროევროპული ძალების გვერდით". - წერია ტექსტში.

გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა (CDU), ქრისტიან-სოციალურმა კავშირმა (CSU) და სოციალ-დემოკრატიულმა კავშირმა (SPD) კოალიციური შეთანხმების მიღწევა გუშინ გამოაცხადეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics