14:21 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-08 19:37:55, 667 ნახვა

პოლიტიკა
კონგრესმენი უილსონი - საქართველოში რუსეთის ძალისხმევით 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა

რასაც ახლა ვხედავთ, არის ის, რომ ომის დამნაშავე პუტინი ყველაფერს აკეთებს, რათა დაშლილი საბჭოთა კავშირი აღადგინოს - ამის შესახებ, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა კონგრესში გამართულ მოსმენაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში 26 ოქტომბრის ეროვნული არჩევნები გაყალბდა

,,მან არ გამიყვანა რუსული ჯარები დნესტრისპირეთიდან ან მოლდოვიდან. ისინი უნდა გამოსულიყვნენ, მაგრამ ეს არ გააკეთეს, შესაბამისად, ახლა მოლდოვის ნაწილი ოკუპირებული აქვთ. დამატებით, ჩვენი ვიცით, რომ მათ ბელარუსში არჩევნები გააყალბეს. 

შემდეგ [რუსეთი] საქართველოში შეიჭრა და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ანექსია მოახდინა. შემდეგ იყო უკრაინა, როდესაც 2014 და 2022 წლებში ათი ათასობით ადამიანი დაიღუპა. 

შემდეგ საქართველოში 26 ოქტომბრის ეროვნული არჩევნები გაყალბდა და იყო ძალისხმევა, რომ ჩამოეცილებინათ ძალიან მამაცი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. 

და ისევ და ისევ, ჩვენ ვხედავთ, რომ ახლახან დიდი ძალისხმევა ჩადეს რუმინეთის არჩევნების გაყალბებაში, თუმცა, საბედნიეროდ, ეს [ძალისხმევა] წარმატებული არ აღმოჩნდა''-  თქვა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინული რაკეტები ამჟამად რუსეთის რეგიონების ნახევარზე მეტს აღწევენ
Bloomberg: რუსეთის უმდიდრესი ადამიანების ქონება წლის დასაწყისიდან 4.82 მილიარდი დოლარით გაიზარდა
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics