22:21 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-08 14:52:08, 563 ნახვა

მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - აშშ-თან მოლაპარაკებებზე რუსეთი საგარეო სამინისტროს მეშვეობით წარდგება

აშშ-ს დელეგაციასთან მორიგ მოლაპარაკებებზე რუსეთი საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით იქნება წარმოდგენილი, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ეს ჩვენი მხრიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით შედგება და შესაბამისად, ინფორმაციას მათგან მიიღებთ“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

რუსული მედიის ინფორმაციით, შესაძლოა, რუსეთსა და აშშ-ს დელეგაციებს შორის მორიგი მოლაპარაკებები 10 აპრილს, სტამბოლში გაიმართოს.

ასევე, პესკოვის თქმით, რუსეთი შაბათს, აშშ-სა და ირანს შორის ომანში დაგეგმილ მოლაპარაკებებს მიესალმება.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული პრობლემების პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით გადაწყვეტის მომხრეები ვართ. ამიტომ, ეს მისასალმებელია“, - აღნიშნა პესკოვმა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
მზადება ახალი თავგადასავლისთვის - თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics