|
2025-04-07 20:41:22, 627 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე - კეთილსინდისიერი გრანტები მოიპოვებს მთავრობის თანხმობას
როდის აქეთ გახდა "ისფედი" და "საერთაშორისო გამჭვირვალობა" საერთაშორისო ორგანიზაციები? [...] რა თქმა უნდა, ჩვენი ცვლილებები მათზეც გავრცელდება. - ამის შესახებ არჩილ გორდულაძემ განაცხადა. "ვისზე არ გავრცელდება, მარტივია - მაგალითად, თუ ევროკავშირი გადაწყვეტს, რომ მაგალითად, ადენაუერის ფონდს მისცეს გრანტი, საერთაშორისო ორგანიზაციები არიან, ერთმანეთში რა თანხებს ჩარიცხავენ და რა თანხებს გაცვლიან, ეს ქართული სუვერენიტეტისთვის და ქართველი ხალხისთვის არ არის საინტერესო. მაგრამ ის თანხები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში მერე უბედურების დაფინანსებას, გადატრიალების მოწყობას შესაძლებელია რომ მოხმარდეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის და დამოუკიდებლობისთვის უმნიშვნელოვანესია, შესაბამისად, ამ ყველაფერს დასჭირდება მთავრობის კონტროლის გავლა და თანხმობის მიცემა.... რა თქმა უნდა, იქნება თანხმობები მიცემული ისეთ ღონისძიებებზე, რომელიც ხელს არ უშლის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, სხვა შემთხვევებში ასეთ თანხმობებთან დაკავშირებით მთავრობა იმსჯელებს დამატებით და მიღებული იქნება ის გადაწყვეტილებები, რომლებიც, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის არის უმნიშვნელოვანესი. შემდეგ, ვეღარ მოხდება მომავალში მაგალითად, აკერმანის მსგავსი ტრენინგების ჩატარება, ვეღარ დაატრენინგებენ ადამიანებს, როგორ უნდა მოაწყონ ძალადობრივი აქციები, როგორ უნდა გამოიყენონ ბულდოზერები და ტრაქტორები აქციის მიმდინარეობის დროს, ეს ყველაფერი უბრალოდ აღარ იქნება შესაძლებელი, და გრანტები, რომლებიც არის კეთილსინდისიერი, რომელიც არის სხვადასხვა ჯგუფებისთვის, საქმიანობისთვის გათვალისწინებული, ეს ყველაფერი მოიპოვებს თანხმობას და ჩვეულებრივად გაგრძელდება საქმიანობა". - განაცხადა გრანტების შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით არჩილ გორდულაძემ.
გორში ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ მხარდამჭერი აქცია გაიმართა
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
მდინარაძე ავალიანის საქმეზე დაზარებულებს მიმართავს - ნუ დავასწრებთ მოვლენებს
კუპრაძე - მოქალაქეებო კამერებით რუსული სპეცსამსახურები გვითვალთვალებენ, ეს ყველაფერი ივანიშვილის ანტიქართულმა რეჟიმმა აამოქმედა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)