|
2025-04-06 10:55:42, 975 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - მზადდება თავდასხმა არჩევნებსა და დემოკრატიაზე
როცა ერთი მხრივ ამბობ, რომ არანაირ არჩევნებს არ აღიარებ და არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებ, მაგრამ მეორე მხრივ, არჩევნების პროცედურებზე შენიშვნები გაქვს, ეს აჩვენებს, რომ ისინი კვლავ დაკავებულები არიან საკუთარი მხარდამჭერების მოტყუებით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ცესკო-ს გადაწყვეტილებები საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს ემყარება, რაც არაერთხელ დადასტურდა. ამასთან, პაპუაშვილი ამბობს, რომ კვლავ მზადდება თავდასხმა არჩევნებსა და დემოკრატიაზე. ,,სინამდვილეში მათ ისევ საარჩევნო მარათონში ვიხილავთ, რაც ცუდია, რადგან ზოგადად, თუ არჩევნებში ექსტრემისტული პარტიები მონაწილეობას არ მიიღებენ, ეს უმჯობესი იქნება ჩვენი დემოკრატიისთვის. რაც შეეხება ცესკო-ს გადაწყვეტილებას, ის, რომ ეს ყალბი აჟიოტაჟი ატყდება ხოლმე უცხოური დაფინანსებით, ეს არაერთხელ დადასტურდა. ასევე, ის, რომ ცესკო-ს გადაწყვეტილებები საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტისაა, ესეც არაერთხელ დადასტურდა. ამიტომ, აქ პრობლემაა არა "ისფედში", "გამჭვირვალობაში" და სხვა უცხოური გავლენის გამტარებელ ორგანიზაციაში, არამედ იმ დაფინანსებაში, რომელიც ფულს ხარჯავს ქართულ დემოკრატიაზე თავდასხმაში, თუმცა პასუხი უნდა ეძებონ დონორებში, თუ რა განზრახვებია ქართული დემოკრატიის მიმართ, როცა მათ მიერ დაქირავებულ ორგანიზაციებს ალაპარაკებენ, ეს ჩვენთვის სიგნალი უნდა იყოს, რომ ისევ მზადდება თავდასხმა არჩევნებსა და დემოკრატიაზე, რაც არაერთხელ მოხდა”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, ცესკოს დადგენილებით, არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებისთვის რიგი შეზღუდვები დაწესდა, მათ შორის, სიახლეა ის, რომ დამკვირვებლები კენჭისყრის შენობაში ამომრჩევლისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამორთმევას ვერ შეძლებენ. გარდა ამისა, იკრძალება ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატზე გამოტანილი ამომრჩევლის მონაცემების, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილი ამომრჩევლის ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრისა და ამომრჩევლის მიერ საარჩევნო ბიულეტენზე გაკეთებული არჩევანის ფოტოვიდეოგადაღება ან სხვაგვარი დამუშავება.
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
გორში ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ მხარდამჭერი აქცია გაიმართა
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
მდინარაძე ავალიანის საქმეზე დაზარებულებს მიმართავს - ნუ დავასწრებთ მოვლენებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)