22:26 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-02 14:23:09, 1092 ნახვა

სამართალი
მამუკა ხაზარაძეს 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, არსენ კალატოზიშვილის გადაწყვეტილებით, „ძლიერი საქართველოს“ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

პროკურორის პოზიციით, არსებობს მიმალვის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

მიმალვის საფრთხის დასაბუთებისას მან ისაუბრა იმაზე, რომ ხაზარაძე ხშირად კვეთს საზღვარს, ხოლო ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეზე საუბრისას აღნიშნა, რომ ხაზარაძე შეგნებულად არ მივიდა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე და გააზრებულად დაარღვია სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი. პროკურორმა აღნიშნა ისიც, რომ ხაზარაძე წარსულში მსჯავრდებულია.

ადვოკატები არ ეთანხმებოდნენ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას.

ლევან სამუშიას თქმით, ხაზარაძე კომისიის სხდომაზე იმიტომ არ მივიდა, რომ ის პარლამენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებს. მისივე პოზიციით, ახალი დანაშაულის და მიმალვის საფრთხეებზე პროკურორის პოზიციები დაუსაბუთებელია.

მომდევნო სხდომა 19 მაისს, 13:00-ზე ჩაინიშნა.

ხაზარაძის მიმართ სისხლის სამართლის წარმოება საგამოძიებო კომისიის მოთხოვნების შეუსრულებლობის მუხლით მიმდინარეობს.

პროკურატურას თეა წულუკიანის კომისიამ მიმართა მას შემდეგ, რაც ხაზარაძემ სხდომაზე გამოცხადებაზე უარი განაცხადა.

პროკურატურას მიმართეს ასევე ბადრი ჯაფარიძის და ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგაც.

ჯაფარიძისა და ოქრუაშვილისთვის უწყებას ბრალდება ჯერჯერობით არ წარუდგენია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
თსსუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკიდან ვარდნის შედეგად ქალი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics