|
2025-04-01 21:52:07, 992 ნახვა
მსოფლიო
თეთრი სახლი - სავაჭრო ტარიფების გამოცხადება იქნება ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე
თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლივიტმა განაცხადა, რომ ახალი სავაჭრო ტარიფების გამოცხადება იქნება „თანამედროვე ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე“. ამასთან, თეთრი სახლის პრესმდივანმა დაადასტურა, რომ ტარიფები ძალაში შევა 2 აპრილს. ლივიტმა ჟურნალისტებთან ისაუბრა აშშ-ში ბოლოდროინდელ უცხოურ ინვესტიციებზე, როგორც მტკიცებულებაზე, რომ ტარიფები უკვე დადებით გავლენას ახდენს. „პრეზიდენტ ტრამპის მმართველობის ქვეშ ამერიკელი მუშები და ბიზნესები იქნებიან პირველ ადგილზე, როგორც ის დაგპირდათ საარჩევნო კამპანიის დროს“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა. როგორც ქეროლაინ ლივიტმა განმარტა, დონალდ ტრამპი ამჟამად სავაჭრო და ტარიფების საკითხებში არსებულ გუნდთან ერთად მუშაობს ხვალინდელ განცხადებასთან დაკავშირებით. ჟურნალისტის კითვაზე, არსებობს თუ არა რაიმე, რისი გაკეთებაც უცხოელ ლიდერებს შეუძლიათ ტარიფების თავიდან ასაცილებლად, ლივიტმა უპასუხა, რომ ტრამპი ყოველთვის მზადაა სატელეფონო ზარისთვის ან მოლაპარაკებისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)