|
2025-04-01 15:15:16, 760 ნახვა
მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - რუსეთი მზადაა აღადგინოს ურთიერთობა მათთან, ვისაც ეს სურს
რუსეთი მზადაა აღადგინოს ურთიერთობა მათთან, ვისაც ეს სურს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. დიმიტრი პესკოვი ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდრე სტუბის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც რუსეთთან კავშირების აღდგენისთვის ჰელსინკი „გონებრივად უნდა მოემზადოს“. „პრეზიდენტმა პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყანა ღიაა ურთიერთობების ნორმალიზებისთვის მათთან, ვისაც ეს სურს“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა. მისი თქმით, „რუსეთი სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობების გაფუჭების ინიციატორი არასდროს ყოფილა“. „შეგახსენებთ პრეზიდენტის სიტყვებს, რომ ჩვენ ფინეთთან და შვედეთთან არანაირი პრობლემა არ გვქონდა. ახლა კი თავიანთ ტერიტორიაზე ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურას ათავსებენ“, - აღნიშნა პესკოვმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)