|
2025-03-30 12:09:34, 924 ნახვა
მსოფლიო
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ევგენია გუცულს 20-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
მოლდოვის შემადგენლობაში შემავალი გაგაუზიის ავტონომიური რესპუბლიკის პრორუს ლიდერს, ევგენია გოცულს სასამართლომ 20-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გოცულს დაფინანსების უკანონოდ მიღება და 2023 წლის საარჩევნო კამპანიის პერიოდში ფალსიფიკაციაში ადანაშაულებენ. პროკურატურამ გაგაუზიის ლიდერისთვის 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა მოითხოვა, თუმცა სასამართლომ პოლიტიკოსი 20 დღით დააპატიმრა. "დღეს გაგაუზიას თავი მოაჭრეს". – თქვა გუცულმა ბადრაგის თანხლებით სასამართლო დარბაზის დატოვებისას. გუცულის თქმით, ბრალდებები აბსურდულია და მის წინააღმდეგ პირადად მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ იბრძვის. ევგენია გულიც 26 მარტს კიშინიოვის აეროპორტში ანტიკორუფციული სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს. წინასწარ პატიმრობაში მყოფმა პრორუსმა პოლიტიკოსმა დახმარებისთვის ჯერ ვლადიმირ პუტინის, მოგვიანებით კი რეჯეფ თაიფ ერდოღანს მიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)