|
2025-03-29 15:29:17, 1062 ნახვა
პოლიტიკა
პაატა მანჯგალაძე - საქართველოს დამცველებს სთხოვენ პასუხს, თუ რატომ დაიცვეს საქართველო, ეს არის ღალატის კომისია
ვიზუალურად და აღქმით ეს ცირკი და მასკარადია, მაგრამ შინაარსი და მიზნები ძალიან მტრულია - საქართველოს დამცველებს სთხოვენ პასუხს, თუ რატომ დაიცვეს საქართველო, ეს არის ღალატის კომისია, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ, საქართველოს პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის” საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, კომისიაში გაკეთებულ განცხადებებს უკვე რუსეთის დუმაში ციტირებენ და ამას საქართველოს წინააღმდეგ იყენებენ. „ვიზუალურად და აღქმით ეს ცირკი და მასკარადია, მაგრამ შინაარსი და მიზნები ძალიან მტრულია, ვირეშმაკობა, რომ ის ხალხი, რომლებიც საქართველოს იცავდნენ დასაჯონ და პასუხი მოსთხოვონ. საქართველოს დამცველებს სთხოვენ პასუხს, თუ რატომ დაიცვეს საქართველო. ეს არის ღალატის კომისია და რომელიც რეპრესიების საშუალებაა. ამ კომისაზე გაკეთებულ განცხადებებს უკვე რუსეთის დუმაში ციტირებენ, წულუკიანს ციტირებენ და კარგია, როცა ისინი ამას საქართველოს წინააღმდეგ იყენებენ? რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე ოპოზიციური პარტიების აკრძალვას, ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ქვეყანაში არსებულ რეალურ პრობლემებზე არ ვისაუბროთ და ყურადღება ამაზე გადმოვიტანოთ. საქმე არ აქვთ. ჟანრის კლასიკაა, ვერაფერს და ვერავის ვერ გააუქმებენ“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ. ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ გეგმავს, პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, „ნაციონალური მოძრაობის“ და „მისი სატელიტი“ პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით მიმართოს. გარდა ამისა, როგორც მდინარაძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის მანდატი ფართოვდება და 2012 წლის შემდგომ პერიოდზეც გავრცელდება.
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)