|
2025-03-28 09:28:39, 851 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში ოპოზიციურ ტელევიზიას მაუწყებლობა ათი დღით შეუჩერეს
თურქეთში ოპოზიციურ ტელევიზიას მაუწყებლობა ათი დღით შეუჩერეს, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს გამოცემა წერს, რომ თურქეთის მედიის დამკვირვებელმა ოთხ მაუწყებელს სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს დაკავებასთან დაკავშირებით გაშუქების გამო ჯარიმა დააკისრა. სავარაუდო დარღვევების გამო ჯარიმები დააკისრეს SZC TV-ს, Tele 1-სა და Halk TV-ს, ასევე NOW TV-ს. ჯარიმების გარდა, SZC TV-ს დაევალა მაუწყებლობის შეჩერება ათი დღით. SZC TV-ის მთავარმა რედაქტორმა, ოზგურ ჩაკმაჩმა განუცხადა როიტერს, რომ მისი გუნდი გააგრძელებს მუშაობას. ამასთან, თურქეთის ხელისუფლებამ BBC News-ის კორესპონდენტი, რომელიც თურქეთში მიმდინარე მოვლენებს აშუქებდა, დაადეპორტა მას შემდეგ, რაც ის 17 საათის განმავლობაში დაკავებული იყო. ხელისუფლების თქმით, ის „საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხეს წარმოადგენდა“. ჯამში, თურქეთში, სტამბოლის მერის დაპატიმრების საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულ დემონსტრანტთა რიცხვი 1 900-ს აღწევს. მათგან 260-ს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, 489 ადამიანი გათავისუფლდა, ხოლო 662 დაკავებულის საქმე კვლავაც განხილვის პროცესშია. აქციების დროს 150 პოლიციელი დაშავდა. შეგახსენებთ, თურქეთში აქციები სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს დაკავების შემდეგ დაიწყო. იმამოღლუს სასამართლომ უკვე შეუფარდა პატიმრობა. მას კორუფციასა და ტერორისტული დაჯგუფების ხელშეწყობაში ედება ბრალი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)