05:07 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-27 17:48:24, 732 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ში ტერორისტული ორგანიზაცია MS-13-ის ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს

აშშ-ში ტერორისტული ორგანიზაცია MS-13-ის ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Fox News-ი აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროზე (FBI) დაყრდნობით ავრცელებს.

Fox News-ის ცნობითვე, სამართალდამცავებმა 24 წლის ეჭვმიტანილი ვირჯინიის შტატში დააკავეს.

FBI-ის დირექტორის, კაშ პატელის განცხადებით, დაკავებული სალვადორული საერთაშორისო კრიმინალური დაჯგუფებისა და ტერორისტული ორგანიზაცია MS-13-ის (Mara Salvatrucha) ერთ-ერთი ლიდერია, თუმცა ეჭვმიტანილის ვინაობა არ დაუსახელებია.

MS-13-ის ერთ-ერთი ლიდერის დაკავებას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა.

„ახლახან MS-13-ის მთავარი ლიდერი დააკავეს. პემ ბონდიმ, კაშ პატელმა, ტომ ჰომანმა და კრისტი ნოემმა შესანიშნავი სამუშაო შეასრულეს“, - წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics