05:09 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-27 16:59:30, 580 ნახვა

მსოფლიო
წითელ ზღვაში ტურისტული წყალქვეშა ნავი ჩაიძირა - დაღუპულია ექვსი ადამიანი

ეგვიპტის წითელი ზღვის საკურორტო ქალაქ ჰურგადასთან ტურისტული წყალქვეშა ნავი ჩაიძირა, რასაც, 6 ადამიანი ემსხვერპლა, - ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ გუბერნატორზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გუბერნატორს დაღუპული პირების ეროვნება არ დაუდასტურებია.

ჰურგადაში რუსეთის საკონსულოში აცხადებენ, რომ წყალქვეშა ნავში, SINDBAD-ში, ეკიპაჟის წევრების გარდა, 45 რუსი ტურისტი იმყოფებოდა.

„პირველადი მონაცემებით, ბორტზე მყოფთა უმეტესობა გადაარჩინეს და გადაიყვანეს ჰურგადაში მდებარე სასტუმროებსა და საავადმყოფოებში“, - აცხადებენ საკონსულოში.

მათივე ინფორმაციით, რამდენიმე ტურისტის ბედს ამ დრომდე არკვევენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics