06:26 - 28 Jun, 2026
|
2025-03-27 16:44:10, 638 ნახვა
მსოფლიო
„ჰუსიტებმა“ ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს
„ჰუსიტებმა“ ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, „ჰუსიტების“ მიერ იემენიდან გაშვებული ორი რაკეტა თავდაცვის ძალებმა ისრაელის საჰაერო სივრცეში შესვლამდე ჩამოაგდეს. სარაკეტო საფრთხის გამო, ცენტრალურ ისრაელში, იერუსალიმსა და მიმდებარე ქალაქებში საჰაერო განგაში გამოცხადდა. ცნობისთვის, ისრაელის მიერ ღაზაში საბრძოლო მოქმედებების განახლების შემდეგ „ჰუსიტები“ ისრაელის მიმართულებით რაკეტებსა და დრონებს უშვებენ. 15 მარტის შემდეგ „ჰუსიტების“ წინააღმდეგ სარაკეტო იერიშებს აშშ ახორციელებს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)