00:05 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-12 22:19:02, 743 ნახვა

სამართალი
სანიკიძე სტუდენტებს: ძირითადი ამოსავალი წერტილი მაინც არჩევნები იყო და ამიტომაც დავიკავე თავი შორს აქედან

"ძირითადი ამოსავალი წერტილი მაინც არჩევნები იყო და ამიტომაც დავიკავე თავი შორს აქედან" - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა. 

სანიკიძემ იმ სტუდენტებს, რომლებიც კანცლერის თანამდებობაზე გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას აპროტესტებენ, მიზეზები განუმარტა, თუ რატომ არ ჩაერთო პროცესებში თავიდანვე. 

"მე, მაგალითად ამით ვხელმძღვანელობდი, მიუხედავად იმისა, რომ დაისვა სხვა შეკითხვები, "ოდეერთან" დაკავშირებით, კანცლერობის კანდიდატის წარსულთან დაკავშირებით და რაღაცნაირად თვითონ არჩევნების თემასაც გასცდა. მიუხედავად ამისა, ძირითადი ამოსავალი წერტილი მაინც არჩევნები იყო და ამიტომაც დავიკავე თავი შორს აქედან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც უყურადღებობა გამოვიჩინე და არ ვადევნებდი თვალს, როგორ ვითარდებოდა პროცესები" - განაცხადა თამარ სანიკიძემ სტუდენტებთან შეხვედრაზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics