22:25 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-12 20:41:43, 729 ნახვა

სამართალი
თამარ სანიკიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს ხვდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თბილისის სახელმწიფო უნვერსიტეტში სტუდენტებს ხვდება. სანიკიძე აცხადებს რომ ის დაელაპარაკება სტუდენტებს, რექტორს და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას.

"აქ იმიტომ მოვედი, რომ გადმომცეს, სტუდენტები მზად არიან ჩემთან  შესახვედრად. ჩვენ დაველაპარაკებით სტუდენტებს, რექტორს, ადმინისტრაციას", - განაცხადა სანიკიძემ.

თსუ-ში სტუდენტებთან შეხვედრაზე, ასევე იმყოფება უნივერსიტეტის რექტორი ლადო პაპავა. ის მინისტრის უნივერსიტეტში მისვლას მიესალმება.

"მინისტრი განათლებისა და მეცნიერების სფეროს კურირებს. უნივერსიტეტი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. მისი მაკონტროლებელი სახელმწიფო ორგანო კი სამინისტროა. როცა უნივერსიტეტში ხდება ის, რაც ხდება, მოვლენების მიმართ მინისტრის ინტერესი ბუნებრივია", - განაცხადა ლადო პაპავამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
თსსუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკიდან ვარდნის შედეგად ქალი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics