|
2025-03-25 17:45:58, 895 ნახვა
მსოფლიო
მეტე ფრედერიქსენი - დანიაზე მიუღებელი ზეწოლა ხორციელდება, დონალდ ტრამპს გრენლანდია სურს
აშშ-ის დელეგაციის ვიზიტით გრენლანდიასა და დანიაზე ზეწოლა ხორციელდება, - ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა. „ეს ვიზიტი გრენლანდიის საჭიროებებისა და სურვილების შესახებ ნამდვილად არ არის. ამიტომ, უნდა ვთქვა, რომ გრენლანდიასა და დანიაზე მიუღებელი ზეწოლა ხორციელდება, რომელსაც ჩვენ წინააღმდეგობას ერთად გავუწევთ“, - განაცხადა დანიის პრემიერ-მინისტრმა. მისი თქმით, გრენლანდიის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებები სერიოზულია. „მას გრენლანდია სურს. ამიტომ, ამის ცალკე კონტექსტში განხილვა შეუძლებელია. პირად ვიზიტს სხვა ქვეყნის ოფიციალურ წარმომადგენლებთან ერთად ვერ განახორციელებ“, - აღნიშნა დანიის პრემიერმა. ცნობისთვის, მიმდინარე კვირაში გრენლანდიას აშშ-ის დელეგაცია ეწვევა, რომელსაც ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის მეუღლე, უშა ვენსი უხელმძღვანელებს. ასევე, დელეგაციის შემადგენლობაში თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცი და ენერგეტიკის მინისტრი, კრის რაითი იქნებიან.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)