|
2025-03-25 09:07:23, 624 ნახვა
მსოფლიო
საუდის არაბეთში აშშ-სა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა დასრულდა
საუდის არაბეთში, აშშ-სა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა დასრულდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. „რია ნოვოსტის“ ცნობით, საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ამერიკულ და რუსულ მხარეებს შორის მოლაპარაკებები 12 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. გამოცემა წერს, რომ მხარეები შეხვედრის შედეგების შესახებ ერთობლივ განცხადებას 25 მარტს გამოაქვეყნებენ. შეგახსენებთ, საუდის არაბეთში გამართულ შეხვედრაზე მოსკოვს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი და უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორის მრჩეველი, სერგეი ბესედა, ხოლო ვაშინგტონს თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფროსი დირექტორი, ენდრიუ პიკი და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი, მაიკლ ენტონი წარმოადგენდნენ. მანამდე კრემლში განაცხადეს, შეხვედრის განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა შავი ზღვის ინიციატივის, კერძოდ გემების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხი იყო.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)