|
2025-03-24 20:22:30, 1210 ნახვა
სამართალი
მათე დევიძის საქმის მოწმე პოლიციელი - ჯოხი ხელზე მომხვდა, ცოტა შეწითლებული მქონდა
თბილისის საქალაქო სასამართლოში რეჟიმის პატიმრის, მათე დევიძის პროცესი გაიმართა. სხდომაზე საქმის მოწმე, დაზარალებულის სტატუსის მქონე პოლიციელი, ლევან კოდელაშვილი გამოკითხეს. პოლიციელი ამბობს, რომ მას ხელზე მათე დევიძის მიერ მოქნეული ჯოხი მოხვდა, რის შედეგადაც, მისივე განცხადებით, ხელის მტევანი "ცოტა გაუწითლდა". "დავინახე, რომ ახალგაზრდა, ხუჭუჭათმიანი ბიჭი ჯოხით ხელში მორბოდა, რომელიც რამდენჯერმე მოიქნია. ეს ჯოხი ერთხელ ხელის არეში მეც მომხვდა [...] მარცხენა ხელის მტევანზე მომხვდა - ცოტა შეწითლებული მქონდა. ისეთი დაზიანება არ მქონდა, რომ სამედიცინო დაწესებულებისთვის მიმემართა. ამხელა ჯოხს რომ ხელში ჩაგარტყამენ, ამ ტკივილს ყველა იგრძნობს". - თქვა პოლიციელმა. პოლიციამ 2003 წელს დაბადებული მათე დევიძე 2024 წლის 19 ნოემბერს, არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე, მელიქიშვილის გამზირზე დააკავა. დევიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)