|
2025-03-23 13:09:29, 681 ნახვა
მსოფლიო
ესპანეთში წყალდიდობებს ებრძვიან
ესპანეთის რამდენიმე რეგიონში ქარიშხალი Martinho-ს მიერ გამოწვეული წყალდიდობების გამო ევაკუაცია გამოცხადდა. ბოლო ორ კვირაში ქვეყნის სამხრეთ რეგიონებში სტაბილურმა ნალექმა წყალსაცავებისა და მდინარეების ადიდება გამოიწვია. ძლიერი ნალექის გამო მადრიდის მახლობლად მდებარე მეხორადა-დელ-კამპოს მუნიციპალიტეტში 48 ადამიანის ევაკუირება მოხდა. საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული ესპანეთის სხვა ქალაქებშიც. ქალაქ ავილაში საგანგებო მდგომარეობა მას შემდეგ გამოცხადდა, რაც მდინარეები ადახა და ჩიკო ადიდდა. იმავდროულად, ანდალუსიის რეგიონში პოლიცია კვლავ ეძებს მოტოციკლისტს, რომელიც ოთხი დღის წინ გაუჩინარდა. ანდალუსიის შინაგან საქმეთა ხელმძღვანელმა, ანტონიო სანზმა განაცხადა, რომ 18 მარტს ანდალუსიის რეგიონის 19 მდინარე წყალდიდობის საშიშროების გამო განგაშის წითელ რეჟიმში გადავიდა. წყლის დონის მატების გამო ანდალუსიაში 40 საავტომობილო გზისა და ზოგიერთი სარკინიგზო ხაზის დახურვა გახდა აუცილებელი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)