12:44 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-12 10:35:07, 553 ნახვა

საზოგადოება
დავით აღმაშენებლის გამზირზე მოძრაობა გადაიკეტება

ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიერ ორგანიზებული სპორტული ღონისძიების ფარგლებში, სატრანსპორტო მოძრაობა დ. აღმაშენებლის გამზირზე  N24 სკოლიდან მარჯანიშვილის მოედნამდე  დღეს, 11:00 -დან 13:00 გადაიკეტება. 

ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მარათონი - „ჩემი გაზაფხული“  ჩუღურეთის  რაიონის გამგებლის, ზურაბ ჩიკვილაძის ინიციატივით, 2015 წლიდან ტარდება, რომელიც ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.  

ღონისძიებაში  მონაწილეობას მიიღებენ ჩუღურეთის რაიონში არსებული  სკოლის მოსწავლეები და ახალგაზრდები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics