09:04 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-21 19:40:08, 428 ნახვა

მსოფლიო
ირანელ-ამერიკელი ჟურნალისტის შეკვეთილი მკვლელობის დაგეგმვაში ორი ადამიანი დამნაშავედ ცნეს

ნიუ-იორკის ფედერალური სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა ირანელ-ამერიკელი ჟურნალისტის, მასიჰ ალინეჟადის შეკვეთილი მკვლელობის დაგეგმვაში ორი ადამიანი ცნეს დამნაშავედ.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სამსაათიანი განხილვის შემდეგ რაფათ ამიროვი და პოლად ომაროვი 2022 წლის ივნისში ჟურნალისტის მკვლელობის დაგეგმვაში, ცეცხლსასროლი იარაღის ფლობასა და ფულის გათეთრებაში ცნო დამნაშავედ.

პროკურორების თქმით, ირანელი ქალებისთვის თავსაბურავის სავალდებულო ტარების საწინააღმდეგო კამპანიის წამოწყების გამო ალინეჟადის მკვლელობა ირანის მთავრობამ დააფინანსა.

ირანმა ბრალდებები "სასაცილოდ და უსაფუძვლოდ" შეაფასა.

პროკურორების მტკიცებით, ირანმა წლების განმავლობაში ალინეჟადის დაშინება და გაჩუმება რამდენჯერმე სცადა, მათ შორის 2021 წელს მისი გატაცების წარუმატებელი მცდელობით, რის შედეგადაც ირანის დაზვერვის 4 თანამშრომელი დააკავეს.

აშშ-ის მთავრობის ინფორმაციით, გატაცების მცდელობის ჩაშლის შემდეგ ჟურნალისტის მკვლელობაზე 500 000 დოლარის გასამრჯელო გამოაცხადეს.

"ვიტირე, ვიცინე, ვიცეკვე კიდეც, რადგან დღევანდელი დღე მხოლოდ ჩემი გადარჩენის დღე არ არის. ეს იმ რეჟიმის დამარცხებისა და დამცირების დღეა, რომელიც ფიქრობს, რომ კრიტიკოსების გაჩუმება ტყვიებით შეუძლია". - განაცხადა ალინეჟადმა სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ. 

"ისინი დამარცხდნენ. მე ისევ აქ ვარ და ვაგრძელებ ბრძოლას, სანამ რეჟიმის ყველა დამნაშავე პასუხს არ აგებს." - თქვა ჟურნალისტმა.

ცნობისთვის, ალინეჟადმა ირანი 2009 წელს დატოვა და Voice of America-სთვის მუშაობდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics