10:07 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-20 13:52:52, 644 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ოპოზიციის რადიკალური ნაწილისთვის სალომე ზურაბიშვილი ერთ დღეს თამარ მეფეა, მეორე დღეს კიდევ რაღაცას მოიგონებენ

„ოპოზიციის რადიკალური ნაწილისთვის სალომე ზურაბიშვილი ერთ დღეს თამარ მეფეა,  მეორე დღეს კიდევ რაღაცას მოიგონებენ, მესამე დღეს კი გადათქვამენ“, - ასე შეაფასა თბილისის მერმა მედიასთან საუბრისას, ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მხრიდან ექს-პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შესახებ გაკეთებული კრიტიკული განცხადებები.

კახა კალაძის თქმით, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, გაერთიანებულნი იქნებიან თუ დაქსაქსულები.

 „ბევრჯერ მითქვამს, არსებითი მნიშვნელობა ამას არ აქვს - გაერთიანებულები იქნებიან, თუ  ცალ-ცალკე დაშლილები. დააკვირდით მათ დამოკიდებულებას. ერთ დღეს სალომე ზურაბიშვილი თამარ მეფეა, მეორე დღეს კიდევ რაღაცას მოიგონებენ, მესამე დღეს კი გადათქვამენ.  ეს არის რეალურად აღნიშნული რადიკალური დაჯგუფება, რომელიც იმართება გარედან, რომელთაც ჰყავთ თავიანთი პატრონი. არ იფიქროთ, რომ ისინი ქვეყნისთვის რაიმე ინტერესს ემსახურებოდნენ, ან ზრუნავენ სამშობლოს ხვალინდელ დღეზე. მათ აქვთ თავიანთი დავალება, ხოლო იმ ძალებს, რა თქმა უნდა, აქვთ  თავიანთი ინტერესი საქართველოსთან მიმართებაში, რომ როდესაც საჭირო იქნება, ეს ქვეყანა გამოიყენონ ვიღაცების ინტერესების გასატარებლად. აი, ეს არის რეალობა“, - განაცხადა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ: ისრაელი წელს აშშ-ს ფინანსურ დახმარებაზე უარს იტყვის
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics