22:26 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-11 19:40:45, 709 ნახვა

სამართალი
"რესპუბლიკელები": ფარული ჩანაწერებით დაშანტაჟების არც ერთი შემთხვევა არ არის დღემდე გახსნილი

საქართველოს რესპუბლიკური პარტია ინტერნეტში გავრცელებულ მასალაზე, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციას შეიცავდა, განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ "ფარული ჩანაწერებით დაშანტაჟების არც ერთი შემთხვევა არ არის დღემდე გახსნილი და არავინ არ არის დასჯილი", მათი თქმით, ვინც არ უნდა იყოს ასეთი ჩანაწერების დამამზადებელი და გამავრცელებელი, მათ დაუსჯელობაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

"ექსპრესნიუსი" რესპუბლიკელების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ფარული ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნებამ და გავრცელებამ ჩვენს ქვეყანაში უკვე მიიღო უკიდურესად საშიში და ევროინტეგრაციაზე ამბიციის მქონე სახელმწიფოსთვის დამანგრეველი ფორმები. ვითარებას განსაკუთრებით ართულებს ის, რომ ფარული ჩანაწერებით დაშანტაჟების არც ერთი შემთხვევა არ არის დღემდე გახსნილი და არავინ არ არის დასჯილი. ვინც არ უნდა იყოს ასეთი ჩანაწერების დამამზადებელი და გამავრცელებელი, მათ დაუსჯელობაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. ჩვენ, რესპუბლიკელები, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის კატეგორიული ვიყავით ამ საკითხში, ამ პასუხისმგებლობის ტვირთს, როგორც სახელისუფლო კოალიციის წევრი პარტია, ვერ გავექცევით. იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი პრაქტიკა კიდევ გაგრძელდება, არ იქნება კონკრეტული დამნაშავეები გამოვლენილი და დასჯილი, მაშინ ძალიან გაგვიჭირდება დავარწმუნოთ ვინმე როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, რომ ეს არ არის ხელისუფლების უსუსურობის ან თანამონაწილეობის გამოვლინება. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოლიტიკური და მორალური ვალია, ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დავუსვათ პირადი ცხოვრების ჩანაწერებით მანიპულირების ამაზრზენ პრაქტიკას." - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
თსსუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკიდან ვარდნის შედეგად ქალი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics