11:29 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-19 12:55:00, 479 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - ეს არის მშვიდობის პუტინისეული გზა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარს ეხმაურება და აცხადებს, რომ პუტინი დათანხმდა შეაჩეროს თავდასხმები ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე, მაგრამ არა სამოქალაქო ობიექტებზე, ქალაქებსა და საავადმყოფოებზე.

„პუტინი დათანხმდა "შეაჩეროს თავდასხმები ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე", მაგრამ არა სამოქალაქო ობიექტებზე, ქალაქებზე, საავადმყოფოებზე. სავარაუდოდ, ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ მოწოდება მიზნად ისახავდა ადამიანური მსხვერპლის შეჩერებას და არა რუსული აქტივების დაცვას. ეს არის მშვიდობის პუტინისეული გზა“, - წერს ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

შეგახსენებთ, გუშინ, აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის გამართული სატალეფონო საუბრის შემდეგ კრემლმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ სატელეფონო საუბრისას ვლადიმერ პუტინი დადებითად გამოეხმაურა დონალდ ტრამპის ინიციატივას ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების 30 დღით შეწყვეტის თაობაზე და რუს სამხედროებს შესაბამისი ბრძანება მისცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის წარმომადგენელი კირიენკო აფხაზეთში ჩავიდა, მან აფხაზი სეპარატისტების მემორიალი შეამკო
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]
უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაბომბა, რომელიც მოსკოვს საწვავით ამარაგებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics