|
2025-03-15 13:05:41, 1257 ნახვა
საზოგადოება
არაგვის ხიდზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ავტოტრანსპორტის გადაადგილება ალტერნატიული გზითაც იქნება შესაძლებელი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვის ხიდზე (მარცხენა, თბილისის მიმართულება), ხიდის სავალ ნაწილზე დაზიანებული ფილის აღდგენის სამუშაოების გამო, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს გზის ერთ ზოლზე. სარეაბილიტაციო სამუშაოები გაგრძელდება 10 დღის განმავლობაში. სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, გაზრდილი მოძრაობის ინტენსივობის პირობებში, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს შეფერხებით, რის გამოც, სამუშაოების წარმოების პერიოდში, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით შესაძლებელია ისარგებლოთ ალტერნატიული გზებით -ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-სკრა-ქარელი-ოსიაურისა და ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის საავტომობილო გზების გამოყენებით.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)