|
2025-03-13 15:18:34, 625 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის ელჩი პირდაპირ იყო ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში, გაიხსენეთ მისი გამოსვლები, აქცენტები
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი „ცხადად იყო ჩართული“ ხელისუფლების საწინააღმდეგო წინასაარჩევნო კამპანიაში. როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, „არავის მიუცია დიპლომატებისთვის უფლება, რომ საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩაერიონ“. „თუკი ვინმეს არ სჯერა ჩვენი, შეუძლია ისევ იმ ევროპელებს დაუჯეროს. ცოტა ხნის წინ, მაგალითად, გერმანიაში, არჩევნების წინ, როდესაც ილონ მასკი აკეთებდა განცხადებას პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით, ვნახეთ, რომ კანცლერის დონეზეც ყველა გამოეხმაურა. ეს იყო საარჩევნო კამპანიაში და შიდა პოლიტიკაში ჩარევა ილონ მასკის მხრიდან, რომელიც საჯარო პირია და ბევრ საკითხზე ისედაც საუბრობდა ხოლმე მანამდეც. ზუსტად იგივე გერმანული პოლიტიკური ჯგუფები ხომ უფრო უარესი მეთოდებით ერეოდნენ საქართველოს საარჩევნო ბატალიებში და საქართველოს შიდა პოლიტიკაში? ასეთი ბევრი ვნახეთ ჩვენ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. გერმანიას თუ ავიღებთ, მაგალითად, მიხაილ როთი ან ვიოლა ფონ კრამონი, რომლებიც პირდაპირ ოპოზიციის მხარდამჭერ აქციებში მონაწილეობდნენ. რაც შეეხება დიპლომატებს, პირდაპირ იყო ჩართული ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი წინასაარჩევნო კამპანიაში. გაიხსენეთ მისი გამოსვლები, მისი აქცენტები. ხან თხრობით გველაპარაკებოდა, ხან ლექსებით. ის ცხადად იყო ჩართული ხელისუფლების საწინააღმდეგო წინასაარჩევნო კამპანიაში. აფინანსებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ასევე, პირდაპირ იყვნენ ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში“,-განაცხადა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ვენის კონვენცია გულისხმობს იმას, რომ დიპლომატებს ეკრძალებათ ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევა. მან ელჩებს მოუწოდა, საკუთარ დიპლომატიურ ჩარჩოებს დაუბრუნდნენ.
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მომზადდა
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)