|
2025-03-13 09:06:36, 616 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - მშვიდობის დამყარება ჩვენს რეგიონში და „დიფ სთეითის“ დასუსტება პირდაპირ არის დაკავშირებული ერთმანეთთან
მშვიდობის დამყარება ჩვენს რეგიონში და „დიფ სთეითის" დასუსტება პირდაპირ არის დაკავშირებული ერთმანეთთან; ზუსტად იმდენად, რამდენადაც შეძლებს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია „დიფ სთეითის" დასუსტებას, იმდენად სწრაფად დამყარდება მშვიდობა ჩვენს რეგიონში, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია ის პროცესები, რომელიც დაიწყო, თუმცა „დიფ სთეითის" წარმომადგენლები, ამჯერად ევროპაში უხეშად და პირდაპირ ეწინააღმდეგებიან მშვიდობის დამყარებას. „ერთ-ერთი ევროპელი პრემიერ-მინისტრის განცხადებაც კი მოვისმინეთ იმასთან დაკავშირებით, რომ მშვიდობა შეიძლება იყოს უფრო საშიშ, ვიდრე ომი უკრაინაში. გასაოცარი ფრაზებია. კონკრეტული ადამიანები ვერ მალავენ იმას, რომ ისინი მომართული არიან ომისკენ და არა მშვიდობისკენ, ეს არის მათი დაკვეთა, მათი დავალება. ძალიან კარგია ის, რომ აშშ-ში ვითარება შეიცვალა, თუმცა მთავარი და პრინციპული არის მაინც „დიფ სთეითის"დამარცხება და ეს იქნება ძალიან რთული ბრძოლა, მათ შორის პრეზიდენტ ტრამპსა და „დიფ სთეითს" შორის. რამდენადაც შეძლებს პრეზიდენტი ტრამპი „დიფ სთეითის" დასუსტებას, დამარცხებას, იმდენად გაძლიერდება აშშ, იმდენად გაძლიერდება ევროპა და ევროკავშირიც. ევროკავშირი მნიშვნელოვნად დაასუსტა იმ პროცესებმა, რომლებიც განვითარდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენს კონტინენტზე და მათ შორის 2008 წლიდან. თუ „დიფ სთეითი"დასუსტდება, მით უმეტეს დამარცხდება, ამ შემთხვევაში უკეთესად წავა ევროპის საქმეც, შემოტრიალდება განვითარების მიმართულება უკეთესობისკენ. ეს ძალიან წაადგება ჩვენს ქვეყანასაც და პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარებაზე. ბევრად უფრო დამშვიდდება როგორც რეგიონი ჩვენს გარშემო, ასევე ჩვენი ქვეყანა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)