20:31 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-07 15:20:38, 460 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - NGO-ები არიან უსამშობლოები

როდესაც მიიღებოდა კანონი „გამჭვირვალობის შესახებ", NGO-ების ნაწილი საუბრობდა, რომ მათ არ სურდათ სტიგმატიზება და საკუთარი თავის წარმოჩენა უცხოური გავლენის აგენტებად, ახლა კი, არათუ უცხოური გავლენის აგენტებად, არამედ პირდაპირ უცხოურ ორგანიზაციებად რეგისტრირდებიან, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთში ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ესტონეთში დარეგისტრირებას შეეხებოდა.

კობახიძის თქმით, ეს არის ერთგვარი აღიარება იმისა, რომ ისინი არიან უსამშობლოები.

 „ეს არის ერთგვარი აღიარება იმისა, რომ ისინი არიან უსამშობლოები, ამის პირდაპირი, გადატანითი და ყველანაირი მნიშვნელობით. როდესაც შენ რეგისტრირდები უცხოურ ორგანიზაციად და, რეალურად, აწარმოებ საკუთარ საქმიანობას საქართველოში, ეს ყველაფერზე მეტყველებს.

თქვენ გახსოვთ, თავის დროზე, როდესაც მიიღებოდა კანონი „გამჭვირვალობის შესახებ" ისინი საუბრობდნენ, რომ არ სურდათ სტიგმატიზება და საკუთარი თავის წარმოჩენა უცხოური გავლენის აგენტებად. არათუ უცხოური გავლენის აგენტებად, ისინი პირდაპირ რეგისტრირდებიან უცხოურ ორგანიზაციებად. აქ ყველაფერი დღესავით ნათელია. სინამდვილეში, აქ არაფერ შუაში იყო სტიგმატიზაცია და სხვა საკითხები, რეალურად, ესენი არიან უსამშობლო ორგანიზაციები, რომელთა ერთადერთი დაკვეთა და დავალებაა - დაუპირისპირდნენ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics