21:10 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-06 13:07:09, 579 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმერ პუტინმა აშშ-ში რუსეთის ელჩად ალექსანდრე დარჩიევი დანიშნა

ვლადიმერ პუტინმა აშშ-ში რუსეთის ელჩად ალექსანდრე დარჩიევი დანიშნა. ელჩად დანიშვნამდე დიპლომატი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩრდილოეთ ატლანტიკის დეპარტამენტის დირექტორად მუშაობდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, შეთანხმება, რომ უზრუნველყოფილი იყოს აშშ-ში რუსეთის ელჩის და რუსეთში აშშ-ის ელჩის დანიშვნა, მიღწეული იქნა 18 თებერვალს საუდის არაბეთში რუსულ-ამერიკულ მოლაპარაკებებზე.

რუსეთის ფედერაციის წინა ელჩმა შეერთებულ შტატებში, ანატოლი ანტონოვმა ვაშინგტონში მისია 2024 წლის ოქტომბერში დაასრულა.

რუსული მედიის ინფორმაციით, ვაშინგტონმა მოსკოვს გადასცა ოფიციალური ნოტა აგრემანით, დარჩიევის ელჩად დანიშვნასთან დაკავშირებით, 27 თებერვალს სტამბოლში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics