|
2025-03-05 14:52:31, 636 ნახვა
სამართალი
ნონა ქურდოვანიძე - მზია ამაღლობელს ასევე ედავებიან, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინა
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
მზია ამაღლობელს ასევე ედავებიან, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინა, ეს საქმე ხვალ, 15:00 საათზე განიხილება, - ამის შესახებ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც ნონა ქურდოვანიძე წერს, საქმე დაფუძნებულია გაყალბებულ ოქმებზე. მისივე თქმით, როგორც ადმინისტრაციული დაკავების, ასევე - სამართალდარღვევის ოქმებში წერია ტყუილები. „გუშინ მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაში დატოვეს. მოსამართლემ დაცვის მხარის მოწმედ დასაკითხ პირთა ნუსხიდან ამოიღო 17 პირი, 18 ვიდეო მტკიცებულება, 13 დათვალიერების ოქმი და 14 წერილობითი მტკიცებულება. აღნიშნული ქმედებით სასამართლომ მზია ამაღლობელი დატოვა დაცვის უფლების განხორციელების გარეშე და პროცედურულადაც კი არ უზრუნველყო მისი უფლება სამართლიან სასამართლოზე. მზიას ასევე ედავებიან, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინა, ეს საქმე ხვალ, 15:00 საათზე განიხილება. საქმე დაფუძნებულია გაყალბებულ ოქმებზე - როგორც ადმინისტრაციული დაკავების, ასევე - სამართალდარღვევის ოქმებში წერია ტყუილები. დაკავების ოქმი გასაჩივრებულიც გვაქვს შსს-ში და გუშინ მივიღეთ პასუხი, რომლითაც დგინდება, რომ ჩვენი საჩივარი თურმე ისევ იმას დააწერეს, ვის წინააღმდეგაც ვდაობთ”,-წერს ქურდოვანიძე.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)