23:27 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-05 13:24:55, 627 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - გიორგი ბაჩიაშვილს შესაძლოა, საქართველო არ დაუტოვებია
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე არ გამორიცხავს, რომ გიორგი ბაჩიაშვილს შესაძლოა, საქართველო საერთოდ არ დაუტოვებია. მისი თქმით, გამოძიება დაადგენს, სად იმყოფება და როგორ გადაკვეთა საზღვარი თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა. 

„მე არ ვიცი, არ ვიცნობ აღნიშნულ თემას, შესაბამისად, ალბათ გამოძიება ყველაფერს დაადგენს. არავინ არ იცის, როგორ გავიდა, საიდან გავიდა გიორგი ბაჩიაშვილი, ან საერთოდ გავიდა თუ არა“, - განაცხადა კალაძემ. 

4 მარტს გიორგი ბაჩიაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ საქართველო დატოვა. მოგვიანებით,  ბაჩიაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყნიდან წასასვლელად „სისტემაში არსებული ხვრელები და ადამიანები“ გამოიყენა. მიუხედავად ამისა, ბაჩიაშვილმა არ დაასახელა, რომელ ქვეყანაში იმყოფება. 

მიმდინარე გამოძიება ცდილობს გაარკვიოს ბაჩიაშვილის საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული გარემოებები. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics