22:26 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-04 18:22:32, 632 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი - ბევრ ქვეყანას, რომელსაც უკრაინაში სამშვიდობო მისიაში მონაწილეობა სურს, საბრძოლო გამოცდილება არ აქვს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის განცხადებით, ბევრ ქვეყანას, რომელიც უკრაინაში სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის სურვილს გამოხატავს, არც საბრძოლო გამოცდილება აქვს და არც სამხედრო აღჭურვილობა, რათა რაიმე მნიშვნელოვანი გააკეთოს.

ჯეი დი ვენსმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად ერთადერთი გზა აშშ-ის ეკონომიკური ინტერესია და აღნიშნა, რომ სამშვიდობო მისიის ფარგლებში „რომელიღაც შემთხვევით შერჩეული ქვეყნის“ მონაწილეობა საკმარისი არ იქნება.

„ეს უსაფრთხოების ბევრად უკეთეს გარანტიას წარმოადგენს, ვიდრე 20 000 ჯარისკაცი რომელიღაც შემთხვევით შერჩეული ქვეყნიდან, რომელსაც 30 ან 40 წელია ომში მონაწილეობა არ მიუღია“, - განაცხადა ვენსმა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის კომენტარს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ჩრდილოვანი მდივანი, ჯეიმს კარტლიჯი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ასეთი სამსახურისა და ასეთი მსხვერპლის იგნორირება ღრმა უპატივცემულობას წარმოადგენს“.

თავის მხრივ, ჯეი დი ვენსმა სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ ინტერვიუს დროს საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი არც კი უხსენებია.

„მე საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი არც კი მიხსენებია, რომლებიც ბოლო 20 და უფრო დიდი ხნის განმავლობაში აშშ-ს გვერდით მამაცურად იბრძვიან. მაგრამ მოდით პირდაპირები ვიყოთ: ბევრ ქვეყანას, რომელიც საკუთარი ნებით გამოხატავს მხარდაჭერას (პირისპირ და საჯაროდ), არც საბრძოლო გამოცდილება აქვს და არც სამხედრო აღჭურვილობა, რათა რაიმე მნიშვნელოვანი გააკეთოს“, - წერს ვენსი X-ზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics