22:27 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-04 11:32:07, 509 ნახვა

მსოფლიო
კანადა 155 მილიარდი კანადური დოლარის ღირებულების საქონელზე 25%-იანი ტარიფების დაწესებით პასუხობს აშშ-ს მიერ დაწესებულ ტარიფებს
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, კანადა 107 მილიარდი დოლარის ამერიკულ საქონელზე 25%-იან ტარიფებს აწესებს.

„კანადა ამ გაუმართლებელ გადაწყვეტილებას პასუხის გარეშე არ დატოვებს. თუ ამერიკული ტარიფები დღეს ღამიდან ამოქმედდება, მაშინ კანადა ხვალ, 00:01 საათიდან 155 მილიარდი კანადური დოლარის (107 აშშ დოლარი) ღირებულების საქონელზე 25%-იანი ტარიფების დაწესებით უპასუხებს“, - აცხადებს ჯასტინ ტრუდო.

მისი განცხადებით, 30 მილიარდის ღირებულების საქონელზე ტარიფები ძალაში მაშინვე შევა, ხოლო დარჩენილ 125 მილიარდის ღირებულების ამერიკულ საქონელზე ტარიფები 21 დღის შემდეგ ამოქმედდება.

„ჩვენი ტარიფები ძალაში დარჩება იქამდე, სანამ აშშ სავაჭრო ტარიფებს უკან არ გაიწვევს და თუ აშშ-ის ტარიფები არ გაუქმდება, ჩვენ აქტიურ და მუდმივ დისკუსიაში ვართ პროვინციებთან და ტერიტორიებთან არასატარიფო ზომების გასატარებლად“, - აღნიშნა ტრუდომ.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ მექსიკიდან და კანადიდან იმპორტირებულ პროდუქტებზე დაწესებული 25%-იანი ტარიფები ძალაში დღეს შევიდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics