08:43 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-03 11:47:48, 610 ნახვა

სამართალი
ადვოკატი - თემურ ქათამაძე თავს უკვე სუსტად გრძნობს, გადაადგილების სირთულეებიც აქვს
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

აქციის დროს დაკავებული ბათუმელი მედროშის, თემურ ქათამაძის ადვოკატი ამბობს, რომ მას უკვე გადაადგილების სირთულეები აქვს. 46-ე დღეა, რაც თემურ ქათამაძე შიმშილობს.

"თემურ ქათამაძე თავს უკვე სუსტად გრძნობს, გადაადგილების სირთულეებიც აქვს. ვიმედოვნებ, ის უახლოეს პერიოდში კლინიკაში გადაყვანაზე დათანხმდება, რადგან ამ ვადის შიმშილობის გათვალისწინებით, წონაში მნიშვნელოვანი კლება აღენიშნება - საუბარია 20 კგ-ზე მეტის დაკლებაზე, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება". - თქვა ქათამაძის ადვოკატმა, მარიამ გაბროშვილმა.

ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშე პოლიციამ ორჯერ დააკავა. პირველად 11 იანვარს ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან აქციაზე, ხოლო მეორედ 17 იანვარს, იზოლატორიდან გამოსვლის დღეს, რის შემდეგაც ქათამაძემ შიმშილობა დაიწყო. 

ქათამაძის მიერ ბათუმელებისთვის ემიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოგზავნილ წერილში რეჟიმის პატიმარი წერდა, რომ დაკავებისას მასზე ფიზიკურად იძალადა ირაკლი დგებუაძემ და 10-მა პოლიციელმა.

26 თებერვალს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შსს-ს (რადგან ამ მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის უფლებამოსილება სამინისტროს გააჩნია) მიმართა და მოუწოდა, ბათუმში, საპროტესტო აქციებზე დაკავებული მედროშის, თემურ ქათამაძის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ნაცვლად გამოყენებულ იქნას ალტერნატიული ზომები, როგორიცაა პოლიციაში რეგულარული გამოცხადება, თავდებობა ან გირაო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატო უკრაინისთვის 70 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღის მიწოდებას გეგმავს
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics