18:29 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-02 11:01:10, 2655 ნახვა

რეგიონი
ბადრა გუნბა აცხადებს, რომ აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „პრეზიდენტობის კანდიდატი“ ბადრა გუნბა აცხადებს, რომ „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტურში გაიმარჯვა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„წინასწარი შედეგები ყველამ იცით, ეს შედეგი განპირობებულია იმ ნდობით, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა გამოიჩინეს ჩვენს მიმართ და ჩვენი გუნდის მიმართ და, რაც მთავარია, ეს არის ჩვენი ხალხის ხმის შედეგი“, - განაცხადა გუნბამ ე.წ. „საარჩევნო შტაბის“ მხარდამჭერებთან შეხვედრისას.

„ტელეგრამ“ არხი „აფსნი 360“-ის ცნობით, გუნბას ხმა 54 859-მა „ამომრჩეველმა“ (56 პროცენტმა) მისცა. მისმა ოპონენტმა ადგურ არძინბამ 41 701 ხმა (42 პროცენტი) მიიღო. კიდევ 20 307 მოქალაქემ (2 პროცენტი) ყველას წინააღმდეგ მისცა ხმა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისია წინასწარ შედეგებს 2 მარტს გამოაცხადებს, ე.წ. „არჩევნების“ „ოფიციალური შედეგები“ კი უახლოეს სამ დღეში გახდება ცნობილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics