02:16 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-28 13:29:23, 658 ნახვა

პოლიტიკა
ოკუპირებულმა ცხინვალმა და ნიკარაგუამ „უვიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმება“ გააფორმეს

ოკუპირებულმა ცხინვალმა და ნიკარაგუის რესპუბლიკამ „დიპლომატიური, ოფიციალური, სამსახურებრივი და უცხოური პასპორტების მფლობელთათვის სავიზო ფორმალობებზე ორმხრივი უარის თქმის შესახებ“ შეთანხმება გააფორმეს.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 27 თებერვალს მოსკოვში გაიმართა შეხვედრა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ახსარ ჯიოევსა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში ნიკარაგუას რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ალბა აზუჩენა ტორეს მეჯიას შორის.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიკარაგუის რესპუბლიკაში, ნარიმ კოზაევი და რუსეთის ფედერაციაში ნიკარაგუის რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველ-წარმომადგენელი კლაუდიო ანტონიო არანა.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ საუბრისას განიხილეს ორ „მეგობარ ქვეყანას“ შორის ურთიერთობების ასპექტები და მათი გაძლიერებისა და განვითარების გზები, ასევე მიმდინარე საერთაშორისო მოვლენები.

„შეხვედრის დროს მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მთავრობასა და ნიკარაგუას რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური, ოფიციალური, სამსახურებრივი და უცხოური პასპორტების მფლობელთათვის სავიზო ფორმალობებისგან ორმხრივი უარის თქმის შესახებ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics