|
2025-02-27 15:14:32, 739 ნახვა
ეკონომიკა
28 თებერვალს, AWS კომუნა თიბისის მხარდაჭერით უკვე მესამედ შეიკრიბება
თიბისის მხარდაჭერით, 28 თებერვალს ტექნოლოგიური ღონისძიება - AWS კომუნის შეკრება გაიმართება. AWS მომხმარებელთა ჯგუფი ქართველი და უცხოელი ინჟინრებისგან, ასევე, დეველოპერებისგან შემდგარი კომუნაა, რომლებიც მუდმივად უზიარებენ ერთმანეთს იდეებს და მიღებულ ცოდნას უახლესი ღრუბლოვანი ტექნოლოგიების შესახებ. ტექ კომუნისთვის მსგავსი ტიპის შეხვედრას თიბისი უკვე მესამედ მართავს. შეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმობა თემას - Securing Infrastructure with AWS Shield & WAF, რომელსაც თიბისი ჯგუფის ქლაუდ ინჟინერი - გიორგი სემენიხინი გაუძღვება. ის მიმოიხილავს AWS-ის იმ სერვისებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებას და შეხვედრის მონაწილეებს პრაქტიკულ გამოცდილებასაც გაუზიარებს. მომდევნო სესია AWS re:Invent 2024-ის, წამყვანი ღრუბლოვანი ტექნოლოგიების ღონისძიების მიმოხილვა იქნება. AWS-ის წარმომადგენლები მოყვებიან, რომელი ახალი პროდუქტებისა თუ ინოვაციური ტექნოლოგიური ხელსაწყოების გამოშვება და განვითარება იგეგმება. შემოგვიერთდით 28 თებერვალს, 16:00 საათიდან, ილიაუნის ტექნოლოგიების T კორპუსში. სარეგისტრაციო ფორმა შეგიძლიათ შეავსოთ ბმულზე - https://forms.gle/tu2aS9zHvBn6rfY86 ჩვენი თანამშრომლობის მიზანია, ტექნოლოგიური წინსვლა და ინოვაციების მხარდაჭერა. თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გამყარება, ტექ კომუნისთვის მნიშვნელოვანი პროცესია.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)