03:36 - 29 Jun, 2026
|
2025-02-27 10:37:53, 675 ნახვა
მსოფლიო
თეთრმა სახლმა რამდენიმე ჟურნალისტი დონალდ ტრამპის კაბინეტის შეხვედრაზე არ დაუშვა
სააგენტო Reuters-ის ცნობით, თეთრმა სახლმა Associated Press-ის ფოტოგრაფს, Reuters-ის, HuffPost-ისა და გერმანული Der Tagesspiegel-ის რეპორტიორებს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კაბინეტის პირველი შეხვედრის გაშუქების უფლება არ მისცა. ცნობისთვის, სამშაბათს, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ თეთრი სახლი თავად განსაზღვრავდა იმას, თუ რომელ მედიასაშუალებებს მიანიჭებდა პრეზიდენტთან წვდომის უფლებას. თეთრი სახლის პრესსპიკერის, კეროლაინ ლივიტის განცხადებით, ტრადიციული მედიასაშუალებები დონალდ ტრამპის ყოველდღიურად გაშუქებას კვლავ შეძლებენ, თუმცა თეთრი სახლი განსაზღვრავს იმ მედია საშუალებებს, რომელთაც პატარა სივრცეებში, მაგალითად, ოვალურ კაბინეტში, პრეზიდენტთან წვდომა ექნებათ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)