|
2025-02-26 12:00:44, 459 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ ჩხაიძე - მზია ამაღლობელის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია
„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს გაიდლაინის შესაბამისად უტარდებოდა კვების აღდგენითი კურსი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. მისივე თქმით, მზია ამაღლობელი სტაციონარიდან გაწერას ითხოვს. როგორც ზურაბ ჩხაიძემ აღნიშნა, შესაბამის რეკომენდაციებს გასცემენ, რაც გაგრძელდება პენიტენციური დაწესებულების ბაზაზე. „პაციენტს უტარდებოდა კვების აღდგენითი კურსი არსებული გაიდლაინის შესაბამისად. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, კურსის მიმდინარეობა გართულების გარეშე მიმდინარეობდა. თავად პაციენტი გაწერას ითხოვს დღეს სტაციონარიდან. ჩვენ ავუხსენით მოსალოდნელი გართულებების შესახებ, თუმცა რჩება თავის პოზიციაზე და ითხოვს გაწერას. ჩვენ გავცემთ შესაბამის რეკომენდაციებს, რაც გაგრძელდება პენიტენციური დაწესებულების ბაზაზე. ამ ეტაპზე, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ლაბორატორიული კვლევის შედეგებიც დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)